ხვალ უნივერსიტეტში თვითმმართველობის თავმჯდომარეს აირჩევენ

 

ხვალ  ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეს აირჩევენ.  დღეს, 11 ივნისს, 17 საათზე, უნივერსიტეტში არჩევნებში მონაწილე კანდიდატების პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. თუმცა პრეზენტაციას არ ესწრებოდა თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ბექა  მაკარაძე. მაკარაძის გარდა თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის გიორგი ბაგრატიონი იბრძვის.

 

 

როგორც დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორი რიმა ცეცხლაძე ამბობს, ბექა მაკარაძეს გუშინ შეუთანხმდა, თუმცა ის დღეს სტუდენტებთან შეხვედრას არ დაესწრო. ორგანიზატორებს უთხრეს, მაკარაძე ქვეყნიდან გავიდა.

შეხვედრას დღეს ასევე უნდა დასწრებოდნენ თვითმმართველობის არჩეული წევრები [94 წევრი, რომლებმაც თავმჯდომარე უნდა აირჩიონ], შეხვედრაზე კი მხოლოდ  რამდენიმე დამოუკიდებელი კანდიდატი მივიდა. 

 

გიორგი ბაგრატიონი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


" ბათუმელები"