სიახლეები

ორი ათასზე მეტი დაჯარიმებული ოთხ თვეში

11.06.2015 • 1373
ორი ათასზე მეტი დაჯარიმებული ოთხ თვეში

 


2014 წელს მუნიციპალურ ავტობუსებში მთლიანობაში 9 855 პირი დაჯარიმდა. ყველაზე მეტი პირი, – 1200 დააჯარიმეს ოქტომბერში, 1015 -სექტემბერში, 1310 კი- იანვარში.

გასულ წელს საქართველოს კანონში პარლამენტმა მიიღო დადგენილება “ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ”, რის საფუძველზეც, 2015 წლის პირველ იანვრამდე დაჯარიმებულ პირებს საჯარიმო თანხა ჩამოეწერათ.
“ბათუმის ავტოტრანსპორტის” ხელმძღვანელის თქმით, ჩამოწერილი თანხა “დაახლოებით 6 500 ლარია”.
ავტობუსში უბილეთოთ მგზავრობის საჯარიმო თანხა 5 ლარს შეადგენს.

 

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, გახანგრძლივდა რამდენიმე მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის დრო. პირველი ნომერი ავტობუსი მუშაობას იწყებს 7:05 წუთზე და ასრულებს 0:56 წუთზე; 1ა ავტობუსი მუშაობას იწყებს 7:15 წუთზე და ასრულებს 0:39 წუთზე; ოთხი ნომერი ავტობუსი მუშაობას იწყებს 7:30 წუთზე და ასრულებს 0:40 წუთზე; 11 ნომერი ავტობუსი მუშაობას იწყებს 7:10 წუთზე, ასრულებს – 0:24 წუთზე.

დანარჩენი მუნიციპალური ავტობუსები კი, 22, 23 და 24 საათამდე იმოძრავებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: