სიახლეები

კონკურსი ქედის გამგეობაში

10.06.2015 • 1496
კონკურსი ქედის გამგეობაში

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა

კონკურსი სულ 10 პოზიციაზე გამოცხადდა. მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანტურია პოზიციები   – აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტი და  გამგებლის თანაშემწე გენდერულ საკითხებში. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ერთეულებს, ვაკანსია ქედის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში (დაბა ქედის, დანდალოს, პირველი მაისის, ზვარეს, მახუნცეთის, ოქტომბრის, მერისის, ცხმორისისა და წონიარისის) არის გამოცხადებული.

 

კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი შესული განცხადებების გადარჩევას, მეორე – ტესტირებას, ხოლო მესამე ეტაპი გასაუბრებას ითვალისწინებს.

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა  9 ივნისს გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის ხუთი წევრიდან ორი არ ესწრებოდა, კომისიის წევრებმა კონკურსანტების შესაფასებლად კრიტერიუმები დაადგინეს.

 

კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით კონკურსის მეორე ეტაპი 2015 წლის 25 ივნისამდე ჩატარდება და ამ ეტაპის საბოლოო შეფასებად კონკურსატის მიერ ნაჩვენები დადებითი შედეგის (ტესტირებისას მიღებული ქულების) მეათედი ნაწილი მიიჩნევა.

 

რაც შეეხება კონკურსის ბოლო – მესამე ეტაპს, გასაუბრებისას კონკურსანტები 10-ბალიანი ქულათა სისტემით შეფასდებიან. გასაუბრებაზე კონკურსანტმა მინიმუმ 5.1 ქულა უნდა დააგროვოს, ხოლო ერთ კონკრეტულ თანამდებობაზე კონკურსანტთა მიერ თანაბარი უმაღლესი საერთო ქულის დაგროვების შემთხვევაში გამარჯვებულ კონკურსანტს კომისია  ღია კენჭისყრით გამოავლენს.

 

კონკურსანტების ცოდნას ქედაში კომისიის ხუთი წევრი შეაფასებს, კომისიის თავმჯდომარე ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძეა.

 

10 ვაკანტურ პოზიციაზე შეტანილი განცხადებების მიხედვით ყველაზე დიდი მოთხოვნა გამგებლის თანაშემწის გენდერული თანასწორობის საკითხებზე გამოცხდებულ პოზიციაზეა, ამ თანამდებობის დასაკავებლად ქედაში 27 კონკურსანტი იბრძოლებს.

 

გადაბეჭდვის წესი