სიახლეები

სავარძელ-ეტლები და ხელჯოხები შშმ პირებისათვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში

10.06.2015 • 3286
სავარძელ-ეტლები და ხელჯოხები შშმ პირებისათვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში

პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა ცხოვრების ხარისხის და სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება. პროგრამა, ასევე ითვალისწინებს სავარძელ-ეტლის გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო – საკონსულტაციო და ტექნიკურ მომსახურებას და საგარანტიო მომსახურებას ერთი წლის ვადით.

2014 წელს  სამინისტრომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სავარძელ-ეტლი 300 შშმ პირს და ხანდაზმულს გადასცა.

სამინისტრო, შშმ პირებისა და ხანდაზმულების სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფის პარალელურად, დამხმარე საშუალებებს უსინათლო მოქალაქეებსაც გადასცემს. ამ მიზნით წელს პირველად ამოქმედდა პროგრამა – „უსინათლო მოქალაქეების უზრუნველყოფა უსინათლოთა თეთრი ხელჯოხებით. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 100 ერთეული ხელჯოხის გაცემა. პროგრამებში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროში უნდა წარადგინონ: – ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №IV-100/ა, სადაც მითითებული უნდა იყოს სავარძელ-ეტლის ან ხელჯოხის საჭიროება; – პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია;  სავარძელ-ეტლის ან ხელჯოხის ღირებულების წინასწარი ანგარიშფაქტურა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ასლი (არსებობის შემთხვევაში).

გადაბეჭდვის წესი