მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულოში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის ცხელი ხაზი ამოქმედდა

26.12.2017 • 2342
ხულოში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის ცხელი ხაზი ამოქმედდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის ცხელი ხაზი ამოქმედდა.

ხულოს მერიის ინფორმაციით, დღეიდან, 26 დეკემბრიდან, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ საგანგებო მდგომარეობის დროს, მერიის ცხელ ხაზზე დარეკონ და პრობლემების შესახებ მერიას დღე-ღამის ნებისმიერ დროს აცნობონ.

საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა მელაძეა, წევრები კი  არიან მერის მოადგილეები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

ცხელ ხაზზე მოქალაქეებს, ძირითადად, მერის მოადგილეები უპასუხებენ.

ცხელი ხაზის ნომრებია:

[checklist]

  • 577 20 61 67
  • 551 00 52 72

[/checklist]

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: