სიახლეები

გიგი უგულავას საკონსტიტუციო სარჩელი პატიმრობის ნორმასთან დაკავშირებით

10.06.2015 • 1435
გიგი უგულავას საკონსტიტუციო სარჩელი პატიმრობის ნორმასთან დაკავშირებით

 

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას უფლებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ბექა ბასილაია იცავს: “ჩვენ ვასაჩივრებთ იმ მახინჯ პრაქტიკას, რაც უკავშირდება პირის გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე ცხრა  თვეზე მეტ ხანს პატიმრობაში ყოფნას.  დღეს მოქმედი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ნორმა განიმარტება ისე, რომ თითქოს სასამართლოსა და სამართალდამცავებს აქვთ იმის უფლებამოსილება, რომ ადამიანი მიუხედავად იმისა, იარსებებს თუ არა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ცხრა თვეზე მეტ ხანს ამყოფოს ციხეში. ეს არის ცალსახად არაკონსტიტუციური, რადგანაც კონსტიტუციის მე-18 მუხლში წერია, რომ პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს”.

 

გიგი უგულავას წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში

საკონსტიტუციო სასამართლო გამწესრიგებელი სხდომა ვალდებულია ცხრა თვის განმავლობაში გადაწყვიტოს მიიღებს თუ არა ამ სარჩელს განსახილველად.

 

გიგი უგულავა სასამართლოში საქართველოს პარლამენტს უჩივის. „დავის საგანი არის სისხლის სამართლის კოდექსის მთელი რიგი ნორმები, რომელიც არეგულირებს ბრალდებულისთვის  აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების წესებს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები იძლევა შესაძლებლობას პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ ხელმეორედ გამოიყენონ აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა. მოსარჩელის შეფასებით, ასევე, სადავო ნორმების მიხედვით,  ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება ხდება არასაკმარისი, არამყარი მტკიცებულებების სტანდარტების გამოყენებით, რაც ასევე ეწინააღმდეგება მისი კონსტიტუციით გარანტირებულ არაერთ უფლებას, მათ შორის თავისუფლების ძირითად უფლებას”, – განმარტა საკონსტიტუციო სასამართლოში მრჩეველმა გიორგი სულხანიშვილმა. 

საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები

გადაბეჭდვის წესი