სიახლეები

ცვლილება უცხოელისთვის საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესში

10.06.2015 • 1319
ცვლილება უცხოელისთვის საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესში

 

პრეზიდენტს შესაბამისი უფლება „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულებაში“ შეტანილი ბოლო ცვლილებით მიეცა.

 

მოქმედი დებულების მიხედვით, საქართველოს საპატიო მოქალაქეობა საქართველოს პრეზიდენტმა შეიძლება მისივე თანხმობით მიანიჭოს იმ უცხოელს, რომელსაც საქართველოსა და კაცობრიობის წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება თავისი სამეცნიერო, საზოგადოებრივი საქმიანობით, ან აქვს პროფესია და კვალიფიკაცია, რომლითაც დაინტერესებულია საქართველო და მისთვის საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.

 

ნებისმიერი პირი უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს განცხადებით უცხოელისათვის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. განცხადება უნდა შეიცავდეს უცხოელისათვის საპატიო მოქალაქეობის მისანიჭებლად ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობის დასაბუთებას.

 

განცხადებას თან უნდა დაერთოს საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მისანიჭებლად წარდგენილი პირის:  ა) პირადობის ან უცხო ქვეყნის სახელმწიფოს მოქალაქეობის (მოქალაქეობის არქონის) დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი; ბ) წერილობითი თანხმობა საპატიო მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.

 

დებულებაში შეტანილი ცვლილებით, რომელიც 2015 წლის 9 ივნისს შევიდა ძალაში, საქართველოს პრეზიდენტს მიეცა უფლება უცხოელს ისე მიანიჭოს საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება, რომ დებულებით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული მოთხოვნები არ დაიცვას.

 

საპატიო მოქალაქეზე არ გაიცემა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა/პასპორტი. საპატიო მოქალაქეობა ნიშნავს საქართველოსთან სიმბოლურ და არა სამართლებრივ კავშირს. საპატიო მოქალაქეობა არ წარმოშობს საქართველოს მოქალაქისათვის კანონმდებლობით დადგენილ უფლებებსა და მოვალეობებს.  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: