მთავარი,სიახლეები

19-ის ნაცვლად 28 ქულა – ცვლილებები საზღვაო ნავიგაციის საგამოცდო პროგრამაში

26.12.2017 • 3021
19-ის ნაცვლად 28 ქულა  – ცვლილებები საზღვაო ნავიგაციის საგამოცდო პროგრამაში

[two_third last=”no”]Content[/two_third]

ბათუმის საზღვაო აკადემიის 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩამონათვალში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა – „გემის მექანიკაზე“ ჩარიცხვის მსურველი აბიტურიენტები უცხო ენის გამოცდას მხოლოდ ინგლისურ ენაში ჩააბარებენ.

ცვლილებამდე ამ პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის სასურველი უცხო ენა აერჩიათ. უცხო ენის არჩევანის უფლება არც საზღვაო ნავიგაციის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტებს აქვთ, ამ პროგრამაზე ცვლილება 2017 წელს შევიდა.

უცხო ენის მისაღებ გამოცდებთან ერთად ცვლილება ქულებსაც შეეხო. საზღვაო ნავიგაციის საბაკალავრო პროგრამაზე უცხო ენის მისაღებ გამოცდაზე შიდა ბარიერი დაწესდა. თუ დღემდე უცხო ენაში [ინგლისური] მისაღები მინიმალური ქულა გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი იყო – 19, 2018 წელს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული ბარიერი ამ პროგრამაზე აღარ გავრცელდება და საზღვაო აკადემიის მიერ დაწესებული შიდა ბარიერით ინგლისურ ენაში აბიტურიენტმა მინიმუმ 28 ქულა უნდა დააგროვოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: