დაკიდული ნაძვის ხე ბულვარში

ბათუმის ბულვარში საახალწლო ნაძვის ხე 29 დეკემბერს აანთებენ. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბულვარში წელს განსხვავებული სტილის ნაძვის ხე დადგეს. ნაძვის ხე დაკიდულია და ფერებს იცვლის. ახალი ნაძვის ხისა და განათებების შესაძენად ბათუმის ბულვარმა  148 ათასი ლარი დახარჯა. „საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით უკვე მოირთო კოლონადების მიმდებარე ტერიტორია და დამონტაჟდა მანათობელი დეკორატიული  თაღი, ასევე ლედპროექციით განათდა ბულვარის კოლონადები. საახალწლო აქსესუარებით საუცხოოდ მოირთო  „ბამბუკების ხეივანი“.

ნაძვის ხის ანთების შემდეგ გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმელი შემსრულებლები: გიორგი ბერიძე,  ირაკლი გოგიტიძე, ადგილობრივი ბენდები (sound lab live).

ახალი განათებები ბათუმის ბულვარში

გაიმართება ინდივიდუალური ავტორების მიერ შესრულებული საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი კომპოზიციები, ფოტოკუთხეები. ზღვისპირა ბულვარში მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, სხვადასხვა საკონდიტრო კომპანიისა და პროფესიული კოლეჯების მიერ წარმოდგენილი მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროდუქცია დააგემოვნონ.

თოვლის ბაბუა პატარებს საახალწლო ტკბილეულს დაურიგებს. ღონისძიების განმავლობაში ყავის დაგემოვნება სტუმრებისთვის იქნება უფასო,“-ამბობენ ბულვარის ადმინისტრაციაში.

ახალი განათებები ბათუმის ბულვარში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com