მთავარი,სიახლეები

პადრე გაბრიელე ბრაგანტინი: ჩვენ გამოვხატეთ თანაგრძნობა

24.12.2017 • 2762
პადრე გაბრიელე ბრაგანტინი: ჩვენ გამოვხატეთ თანაგრძნობა

25 დეკემბერს კათოლიკური ეკლესია შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საშობაო წირვის დიდი ნაწილი ბათუმელმა კათოლიკეებმა სასტუმრო „ლეოგრანდის“ წინ ჩაატარეს, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ პადრე გაბრიელე ბრაგანტინიმ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ამგვარად მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგედია და თანაუგრძნეს გარდაცვლილთა ოჯახებს:

„ერთი თვე გავიდა იმ ტრაგედიიდან, რაც მოხდა ჩვენთან ძალიან ახლოს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მეზობლები ვართ [ბათუმის კათოლიკური ეკლესია სასტუმრო „ლეოგრანდთან“ მდებარეობს].  რადგან შობის დღესასწაული არის სიცოცხლის დღე, იესო ქრისტე იბადება, ჩვენი სურვილი იყო, მივსულიყავით იმ ადგილას, სადაც ეს მოხდა,  თანაგრძნობის გამოსახატად.  ამიტომ გადავწყვიტეთ იქ ჩაგვეტარებინა წმინდა წირვის პირველი ნაწილი, შემდეგ შემოვედით აქ, ეკლესიაში.“

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

შობა ბათუმის კათოლიკურ ეკლესიაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: