ბათუმში კათოლიკეებმა საშობაო წირვა სასტუმრო „ლეოგრანდის“ წინ აღავლინეს

ხვალ, 25 დეკემბერს, კათოლიკური ეკლესია შობას აღნიშნავს. დღეს, ღამით, ბათუმში კათოლიკეებმა საშობაო ლიტურგია არა ეკლესიაში, არამედ სასტუმრო „ლეოგრანდის“ წინ გამართეს, სადაც ერთი თვის წინ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

მოგვიანებით საშობაო წირვა ეკლესიაში გაგრძელდა, სადაც პადრე გაბრიელე ბრაგანტინმა კათოლიკე მრევლს ქადაგებით მიმართა. წირვის დასრულების შემდეგ გაბრიელე ბრაგანტინიმ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ამგვარად მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგედია და თანაუგრძნეს გარდაცვლილთა ოჯახებს:

„ერთი თვე გავიდა იმ ტრაგედიიდან, რაც მოხდა ჩვენთან ძალიან ახლოს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მეზობლები ვართ [ბათუმის კათოლიკური ეკლესია სასტუმრო „ლეოგრანდთან“ მდებარეობს].  რადგან შობის დღესასწაული არის სიცოცხლის დღე, იესო ქრისტე იბადება, ჩვენი სურვილი იყო, მივსულიყავით იმ ადგილას, სადაც ეს მოხდა,  თანაგრძნობის გამოსახატად,  ამიტომ გადავწყვიტეთ იქ ჩაგვეტარებინა წმინდა წირვის პირველი ნაწილი, შემდეგ შემოვედით აქ, ეკლესიაში.“

მანანა ქველიაშვილის ფოტო

მანანა ქველიაშვილის ფოტო

მანანა ქველიაშვილის ფოტო

მანანა ქველიაშვილის ფოტო

მანანა ქველიაშვილის ფოტო

მანანა ქველიაშვილის ფოტო

მანანა ქველიაშვილის ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.