„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ – ფოტოგამოფენა თბილისში გაიმართება [ანონსი]

26 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისში, „ფაბრიკაში“,  ფოტოგამოფენა – „ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ გაიმართება. ფოტოგამოფენის ორგანიზატორები არიან საზოგადოება „ბათომი“ და „თბილისის ჰამქარი“.

გამოფენის სახელწოდება ორგანიზატორებმა ბათუმის ისტორიის ორ პერიოდს დაუკავშირეს.  მე-19 საუკუნის ბოლოს,  როცა ბათუმში ცნობილი ფოტოგრაფი, დიმიტრი ერმაკოვი ჩამოვიდა და 400-მდე ფოტო გადაიღო და ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდს, რომლის მერობის დროსაც ქალაქში არაერთი ისტორიული შენობა დაინგრა.

„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ 20 ნოემბერს ჯერ ბათუმში, ევროპის მოედანზე გაიმართა, თუმცა მისი ჩაშლა ბათუმის მერიამ სცადა, იმ მოტივით, რომ ფოტოგამოფენა არ იყო შეთანხმებული მერიასთან.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com