ხვალ ბათუმში მთავარ ნაძვის ხეს აანთებენ

ხვალ, 25 დეკემბერს, საღამოს 9 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს აანთებენ.

ნაძვის ხის შესაძენად შარშან ბათუმის მერიამ 256 730 ლარი გადაიხადა. ნაძვის ხის სიმაღლე 22 მეტრია, ხოლო დიამეტრი  – 11 მეტრი.

ნაძვის ხის ანთებამდე ევროპის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი.

საახალწლო კონცერტები ბათუმში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ევროპის მოედანზე სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი მუსიკალური ბენდებისა და შემსრულებლების კონცერტებს დაესწრონ.  მათ შორის იქნებიან ჯგუფები: Groovephonics-ი,  Saund Lab-ი, Sea Side, Strowberry  filds-ი, Fourth Season-ი, asea sool-ი, ლურჯი იალქანი, Black sea, Scool Band-ი და Geoplanet-ი.

წელს ბათუმის საახალწლო განათებაში, მათ შორის ნაძვის ხეების, ქუჩების, სკვერების მორთვასა და შემდგომ დემონტაჟში 1 მილიონ 509 ათასი ლარიდა იხარჯება ქალაქის ბიუჯეტიდან.

ამავე თემაზე: ვინ იმღერებს ახალ წელს ბათუმში 25 დეკემბრიდან 2 იანვრამდე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com