სიახლეები

წიგნები საჩუქრად – ისლანდიური საახალწლო ტრადიციები

22.12.2017 • 4425
წიგნები საჩუქრად – ისლანდიური საახალწლო ტრადიციები

ისლანდიაში საშობაოდ ერთმანეთს წიგნებს ჩუქნიან. დღესასწაულის ღამეს კითხვა და შოკოლადის მირთმევა ისლანდიური ტრადიციაა,  ისლანდიაში წიგნების უმრავლესობა სექტემბერსა და დეკემბერში იყიდება, საახალწლო საჩუქრების შერჩევის პერიოდში. შუასუკუნეებისდროინდელი საგები თანამედროვე ისლანდიურ ლიტერატურაში ყველაზე გავრცელებული ფორმაა. „უწიგნობას უფეხსაცმლობა სჯობს“ (it is better to be without shoes than without a book) –  ამბობს ისლანდიური ანდაზა.

ისლანდიური ტრადიციული საშობაო-საახალწლო მენიუ ბრინჯიოს პუდინგის, შებოლილი ცხვრის ხორცის, ვაშლისა და ნაღების ნამცხვრის, რძისა და ყურძნისგან შედგება. შობის ღამეს, ვისაც ბრინჯის პუდინგში ნუშის გული შეხვდება, იმისთვის საგანგებოდ შერჩეული საჩუქარი აქვთ გადანახული.

ყველა ოთახი სანთლებით, ტკბილეულით, ვაშლებითა და თხილით ირთვება. ბავშვები და მოზრდილები ნაძვის ხესთან იკრიბებიან, მღერიან და ცეკვავენ, ოჯახში შობა ღამეს ხშირად ხმამაღლა კითხულობენ ნაწყვეტებს ბიბლიიდან. ისლანდიაში ფიქრობენ, რომ ახალი წლის ღამეს ნაძის ხესთან სათამაშოდ და სამღერად შეიძლება ეშმაკიც  გეწვიოს, მაგრამ ამ დღეს მასაც კი უნდა გაუმასპინძლდე. ტრადიციის მიხედვით ყოველ ახალ წელს ერთსა და იმავე ადამინებთან, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად უნდა შეხვდე.

ისლანდია

ისლანდიაში ამერიკული სანტა კლაუსის ტრადიციაა დამკვიდრებული, მაგრამ მასთან ერთად ახალ წლამდე ცამეტი დღით ადრე ისლანდიელებს სჯერათ, რომ მთებიდან ჩამოდის 13 გნომი, რომლებიც იტაცებენ ცელქ ბავშვებს და საახალწლო სამზადისს ურევენ ოჯახებს, თუმცა გნომებს უწყინარ არსებებად მიიჩნევენ.

ცამეტივე გნომს თავისი სახელი და საახალწლო მისია აქვს: Stúfur – თოვლის კაცი; Stekkjastaur – ის, ვინც საახალწლო ცხვარს გალიაში კეტავს და გასაღებს მალავს; Faldafeikir – ის, ვინც ქალებს უწევს კაბებს; Skyrgámur – ყველიჭამია გნომი; Bjúgnakrækir – ის, ვინც სოსისებს იპარავს; Gáttaþefur – ვინც კარებთან ხვრინავს მთელი ღამე; Ketkrókur – ის, ვინც ხორცს იპარავს; Kertasníkir – ის ვინც ანთებულ სანთლებს აქრობს და ა.შ.

წყარო: World Economic Forum     island.is 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: