სიახლეები

რეაბილიტაციის ცენტრი შშმ პირებისათვის ოფიციალურად იხსნება

25.05.2015 • 2921
რეაბილიტაციის ცენტრი შშმ პირებისათვის ოფიციალურად იხსნება

 

შენობა, რომელშიც წლების წინ ჩვილ ბავშვთა სახლი იყო განთავსებული, 2013 წელს ხელისუფლებამ სამედიცინო ასოციაცია „თანას“ ათი წლის ვადით გადასცა, სადაც „თანამ“ რეაბილიტაციის ცენტრი გახსნა შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის.

 

შენობის გარემონტებაში, კეთილმოწყობასა და აღჭურვაში „თანას“ თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო (TIKA) „თიკა“ დაეხმარა. 

 

სამედიცინო ასოციაცია “თანას“ ხელმძღვანელის, ნანა საყვარელიძის თქმით, დღის ცენტრში ამჟამად  18 წლამდე ასაკის 22 და 18 წელს ზემოთ 25 შშმ პირი გადის რეაბილიტაციას; ცენტრში ჩამოდიან და რეაბილიტაციას გადიან შშმ პირები მაღალმთიანი აჭარიდან, „თანაში“ ასევე მოქმედებს ცენტრი ცერებრალური დამბლითა და სქოლიოზით დაავადებული ბავშვებისათვის და მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, სადაც ამჟამად 9 დედა და 11 ბავშვი ცხოვრობს.   

 

წინასწარი ინფორმაციით, რეაბილიტაციის ცენტრის გახსნას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თურქეთის ელჩი საქართველოში, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. იგეგმება პირდაპირი ჩართვა თურქეთიდან, “თანას“ ოფიციალურ გახსნას თურქეთის ვიცე-პრემიერი მიულოცავს. 

 

 



 

 

 


გადაბეჭდვის წესი