თუ თქვენი ბავშვობის წლები 80-90-იან წლებს დაემთხვა, აუცილებლად გეხსომებათ საბჭოთა წარსულიდან შემორჩენილი საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოები, რომლებსაც დედები და ბებიები წლიდან წლამდე ინახავდნენ. ეს სათამაშოები ძირითადად ერთმანეთს ჰგავდა, ისეთივე თოვლის ბაბუა ან მწვანე გირჩის სათამაშო, როგორიც თქვენ გქონდათ, აუცილებლად აღმოაჩნდებოდათ მეგობრებსაც. მსგავს სათამაშოებს საბჭოთა დროის ყველა ოჯახში ნახავდით. ჩვენ წარსულის სათამაშოების ეს ფოტოები შევაგროვეთ, თუ ძველი სათამაშოები ჯერ კიდევ შემოგრჩათ, შეგიძლიათ ფოტოები გადაუღოთ და ვებგვერდებზე განათავსოთ, სადაც ძველი ნივთების განყოფილებაში ნაძვის ხის საბჭოთა სათამაშოებიც იყიდება.
წყარო: boredpanda.com etsy.com