სიახლეები

„პრივატბანკის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუქმდა

24.05.2015 • 1902
„პრივატბანკის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუქმდა

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტს დაევალა  დახუროს სს „პრივატბანკის“ საკორესპონდენტო ანგარიშები უცხოურ ვალუტაში, ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი უცხოური ვალუტის მინიმალური რეზერვის, საკასო და სადეპოზიტო ანგარიშები; „პრივატბანკის“ აღნიშნულ ანგარიშებზე რიცხული თანხები კი ჩარიცხოს სს „საქართველოს ბანკის“ შესაბამისი დანიშნულების ანგარიშებზე, ხოლო მინიმალური რეზერვის ანგარიშებზე დარიცხული პროცენტი ჩარიცხოს „საქართველოს ბანკის“ საკორესპონდენტო ანგარიშებზე.

 

2015 წლის 10 ნოემბრამდე სს „საქართველოს ბანკს“ შეუნარჩუნდა სს „პრივატბანკის“ ეროვნულ ბანკში გახსნილი საკორესპონდენტო ანგარიში ლარში და ანგარიში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემაში „სს „საქართველოს ბანკის“ დროებითი კოდი“ სახელწოდების ქვეშ. „სს „საქართველოს ბანკის დროებით კოდზე“ დასაშვებია მხოლოდ ჩარიცხვების განხორციელება.

 

2015 წლის 10 ნოემბრამდე სს „პრივატბანკს“ მინიჭებული RTGS სისტემაში მონაწილის კოდი და IBAN კოდი გამოიყენოს სს „საქართველოს ბანკმა“, ხოლო საგადახდო სისტემების დეპარტამენტის მიერ „სს „საქართველოს ბანკის დროებით კოდზე“ მიღებული ჩარიცხვების ჯამური თანხის გადატანა ყოველდღიურად (საოპერაციო დღის ბოლოს) განხორციელდეს „სს „საქართველოს ბანკის“ ანგარიშსწორების ანგარიშზე – BAGAGE22.

 

გაუქმდა სს „პრივატბანკის“ მონაწილეობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში (CSD სისტემა).

 

“საქართველოს ბანკმა” უკრაინულ  „პრივატბანკთან“ გასული წლის დეკემბერში გააფორმა შეთანხმება საქართველოში მისი შვილობილი  სს „პრივატბანკის“ აქციების 100%–ის შესყიდვის შესახებ. გარიგების ფასი 51 მლნ აშშ დოლარი იყო. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: