სიახლეები

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი ბლოგერების კონკურსს აცხადებს

24.05.2015 • 1318
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი ბლოგერების კონკურსს აცხადებს

 

კონკურსანტს უნდა ჰქონდეს აქტიური ბლოგი და ბლოგერობის გარკვეული გამოცდილება

კონკურსანტი უნდა დარეგისტრირდეს წინასწარ როგორც კონკურსის მონაწილე. რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო ფორმის (https://goo.gl/cxAMX) შევსებით. კონკურსში მონაწილე ბლოგერებს უნდა შეეძლოთ კინოფესტივალის პერიოდში ბათუმში ყოფნა და კინოფესტივალზე დასწრება.

 კონკურსანტმა ბლოგზე უნდა განათავსოს კინოფესტივალის ბანერი (საიტზე გადასასვლელი ბმულით)

კინოფესტივალამდე უნდა მოამზადოს ერთი ბლოგპოსტი 

კინოფესტივალის მსვლელობისას არსებული სიახლეების გააზიაროს სოციალური ქსელების მეშვეობით

ბლოგერებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 20 აგვისტომდე.

 

ბლოგერების კონკურსში მონაწილე ბლოგერებს კინოფესტივალი სთავაზობს:

 

– აკრედიტაციას რაც საშუალებას მისცემს დაესწრონ ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილ ნებისმიერ კინოჩვენებას

– ბლოგერებს ფესტივალის მსვლელობისას ექნებათ საშუალება დაესწრონ ყველა პრესკონფერენციასა და მასტერ კლასს, ჩაწერონ ფესტივალის ჟიური, სტუმრები და ფესტივალის ორგანიზატორები

– ყველა ბლოგერს გადაეცემა ბეჯი სადაც აღნიშნული იქნება ბლოგერის სახელი გვარი ბლოგის მისამართი

– ბლოგერებს საშუალება ექნებათ დაესწრონ კინოფესტივალის გახსნის და დახურვის ცერემონიას, რომელიც ლიმიტირებულია და მოსაწვევებით ხდება

– ყველა ბლოგერს მაისური ფესტივალის ლოგოთი და ფესტივალის კატალოგი

ბლოგერების კონკურსის პრიზები: 

– BIAFF პრიზი – 3 ბლოგერი რომელიც ყველაზე ინტენსიურად და საინტერესოდ გააშუქებს ფესტივალს, მომავალ წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებს და სამივე ბლოგერის ტრანსპორტირებას, ბათუმში საცხოვრებელი ადგილისა და ცხოვრების ხარჯებს კინოფესტივალი დაფარავს. ასევე, ისენი მოწვეულნი იქნებიან კინოფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიასა და ბანკეტზე.

 

– BIAFF პრიზი – სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალზე დასწრება – საუკეთესო 3 ბლოგერს BIAFF დაუფინანსებს სტამბულის კინოფესტივალზე დასწრების ხარჯებსშემდეგი პირობებით – #1 ადგილი – აკრედიტაცია, ავიაბილეთი + განთავსება(5 ღამე); #2 ადგილი – აკრედიტაცია, ავიაბილეთი (ერთი გზა) + განთავსება, #3 ადგილი – აკრედიტაცია, განთავსება. განთავსება მოხდება აპარტამენტში – შესაბამისად საჭიროა სამივე ბლოგერის ჩასვლა ერთსა და იმავე პერიოდში. პრიზით სარგებლობისთვის აუცილებელია ბლოგერებისგან სტამბულის კინოფესტივალზე დასწრების საბოლოო კონფირმაცია ფესტივალამდე 2 თვით ადრე. + BIAFF 3-4 ბლოგერს კინოფესტივალი გაუკეთებს კარლოვი ვარის კინოფესტივალების აკრედიტაციას- მგზავრობის ხარჯების გარეშე. 

 

– სასტუმრო „რჩეული ვილას“ ქსელის პრიზი – გამარჯვებულ 3 საუკეთსო ბლოგერს გადაეცემა 2 დღიანი, ორკაციანი ვაუჩერი სასტუმრო „რჩეულ ვილას“ რომელიმე სასტუმროში (ბათუმი, ქუთაისი, თელავი, სიღნაღი) დასვენებისთვის

 

– სასტუმრო „BatumiPLAZA Hotel“-ს  პრიზი – გამარჯვებულ 3 საუკეთესო ბლოგერს გადაეცემა 2-დღიანი, ორკაციანი ვაუჩერი სასტუმროში დასვენებისთვის


დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კინოფესტივალს: ელ.ფოსტა: press@biaff.org

 მობ: 599-482181 – ზვიად ელიზიანი, ფესტივალის მენეჯერი. 


გადაბეჭდვის წესი