მთავარი,სიახლეები

ექსპერტი: უკეთესია, აფეთქებული სახლის დემონტაჟი მოხდეს

14.12.2017 • 2194
ექსპერტი:  უკეთესია, აფეთქებული სახლის დემონტაჟი მოხდეს

სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტის შეფასებით, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე, სადაც  10 დეკემბერს აფეთქება მოხდა, სახლის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. სამმართველოს სპეციალისტის, გიორგი მარჯანიძის თქმით, სახლის რეაბილიტაცია ბევრად უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე ახლის აშენება.

„დავათვალიერეთ სახლი, სავარაუდოდ, სახლის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, რადგან მისი რეაბილიტაცია ბევრად უფრო ძვირი იქნება. ამიტომ უმჯობესია ახლის აშენება. ოფიციალური დასკვნა ოთხშაბათს ან ხუთშაბათს დაიდება, რომელსაც მერიას მივაწვდით,“-ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში გიორგი მარჯანიძე.

ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანებული სამსართულიანი სახლი ახვლედიანის 12 ნომერში მდებარეობს. სახლში ცხრა ოჯახი ცხოვრობდა.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი