ხის ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზია „პინოქიო” ბათუმში

გუშინ, 13 დეკემბერს, ბათუმში, მემედ აბაშიძიძის ქუჩის 56 ნომერში, ხის ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზია „პინოქიო“ გაიხსნა.

ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი მასალისგან დამზადებული, ორიგინლური ნაძვის ხის სათამაშოების გარდა „პინოქიოში“ სანათებს, ბრელოკებსა და სხვადასხვა დეკორატიულ, საყოფაცხოვრებო ნივთს შეიძენთ. თუ სასურველი ხის სათამაშო უკვე წარმოგიდგენიათ როგორი შეიძლება იყოს, მაგრამ მსგავსს  ვერ იპოვით, შეგიძლიათ  სასურველი ფორმისა და ზომის ნივთი იქვე, მაღაზიაში შეუკვეთოთ და რამდენიმე დღეში მიიღოთ.

ბათუმის უნივერსიტეტში ფაბლაბის ლაბორატორიის გახსნის შემდეგ მაღაზიის მეპატრონეებს ხის სათამაშოების დამზადების იდეა გაუჩნდათ, მოიძიეს დანადგარები,   რომლებითაც ხის დამუშავებაა შესაძლებელი. ხეზე ნებისმიერი ფორმის გადატანა ხდება კომპიუტერის საშუალებით. სწავლობენ, რა აინტერესებთ ძირითადად ახალგაზრდებს, სხვადასხვა თაობის ხალხს და ამის მიხედვით ამზადებენ ნივთებს.

„დღესასწაულებზე რთული არ არის განსაზღვრო, რა ტიპის ნივთებზე იქნება მოთხოვნა. ახლა ძირითადად ნაძვის ხის სათამაშოებია წარმოდგენილი. ასევე პოპულარულია ტურისტებისთვის საინტერესო ნივთებიც.

გვაქვს ონლაინმაღაზიაც, სადაც სასურველი ნივთების შესახებ გვწერენ და ამ სურვილების მიხედვით იკვეთება რაზეა ძირითადი მოთხოვნები. მაღაზიის და მზა პროდუქტის გარდა გვაქვს კლიენტის ფანტაზიაზე მორგებული სერვისი: მომხმარებელს შეუძლია შეგვიკვეთოს და რამდენიმე დღეში მიიღოს საკუთარი დიზაინით დამზადებული ხის ნივთი.

მე და ჩემი მეუღლე ერთად ვმუშაობთ. კლიენტს შეუძლია მოვიდეს იდეით და ჩვენ დავუმზადებთ შესაბამის ნივთს. ასევე დამზადების შემდეგ შესაძლებელია დეტალის შეცვლა, რაიმეს მიმატება ან მოკლება, კლიენტის სურვილის შესაბამისად,“- ამბობს იდეის ავტორი, სალომე ფუტკარაძე.

მეტი პინოქიოს შესახებ

ლილიკო შველიძის ფოტოები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან