მთავარი,სიახლეები

ნესტიანი და გათბობის გარეშე დარჩენილი სკოლები – ბრიფინგი ენმ-ს ოფისში

14.12.2017 • 3485
ნესტიანი და გათბობის გარეშე დარჩენილი სკოლები – ბრიფინგი ენმ-ს ოფისში

დღეს, 14 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ასმათ დიასამიძემ, ქობულეთის ოთხი საჯარო სკოლის მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა. ბრიფინგზე მან ჟურნალისტებს წარუდგინა ფოტომასალა, რომელიც ამ სკოლებში იყო გადაღებული.

„დღეს წარმოვადგინეთ ოთხი საჯარო სკოლის შედეგები, სადაც სავალალო მდგომარეობა ვნახეთ. ეს სკოლები 2014-2015-2016 წელებშია გარემონტებული, თუმცა  ამ  სკოლებში მაინც მძიმე მდგომარეობაა.

მაგალითად, კვირიკეს პირველ საჯარო სკოლაში 2017 წელს განახლდა სასწავლო პროცესი, გათბობის სისტემა დამონტაჟებულია, თუმცა არ არის საქვაბე, რის გამოც ვერ თბება სკოლა. იგივე მდგომარეობაა  დანარჩენ სამ სკოლაშიც,“-ამბობს ასმათ დიასამიძე.

კვირიკეს პირველი საჯარო სკოლა

„კვირიკეს სკოლა ახლგარემონტებულია, თუმცა უკვე დანესტილია კედლები. ტენდერი ჩატარდა ორჯერ, საკმაო თანხაა დახარჯული, მაგრამ განათლების სამინისტრომ ვერ უზრუნველყო სათანადო მონიტორინგი, ამიტომ ორივე მშენებელმა მიატოვა სარემონტო სამუშაოები შუა გზაზე და ფაქტობრივად სანახევროდ გაკეთდა ყველაფერი.

ვინ უნდა აგოს პასუხი მოსწავლეების და მასწავლებლების ჯანმრთელობაზე? გარდა ამისა,  სკოლაში ანტისანიტარიაა, რადგან დამლაგებელი ვერ აჰყავთ და მასწავლებლები ცდილობენ პერიმეტრის დალაგებას“.

ასმათ დიასამიძის თქმით, მსგავსი მდგომარეობაა ცეცხლაურის პირველ და მეორე საჯარო სკოლებშიც. ასევე ოჩხამურის დაწყებით სკოლაში.

ცეცხლაურის პირველი საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ჩამტვრეულია იატაკი.

„სკოლის სპორტულ დარბაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2015 წელს, თუმცა  დღეს უკვე სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა იქ. იატაკი ჩამტვრეულია და შეიძლება ჩავრდეს ბავშვი.  მასწავლებელს მერხებით შემოუღობავს ჩავარდნილი ადგილი. დარბაზში არ არის ინვენტარი, ფარებიც კი არ აქვს, მაშინ როცა ამ სკოლას ჰყავს გოგონების საფეხბურთო გუნდი, აჭარის პირველობაზე  პირველი ადგილის მფლობელები. პირობები კი არ აქვთ,“ – ამბობს ასმათ დიასამიძე.

სპორტული დარბაზის კედელი

„ოჩხამურის საჯარო სკოლა ჩვენს ერამდე არსებულ სკოლას ჰგავს. თბებიან ღუმელზე, შეშა, რომელიც მთავრობამ მიუტანა, არის მეორადი მასალა, რადგან  ხის მასალა მთლიანად დალურსმულია. საშიშია იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება რომელიმე ბავშვმა ხელი ლურსმნით დაიზიანოს.

ოჩხამურის დაწყებითი სკოლის სველი წერტილი

ოჩხამურის სკოლაში გასათბობად მიტანილი შეშა

ცეცხლაურის მე-2 საჯარო სკოლის დაზიანებული კედლები

აჭარის განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებას შესყიდვების სამსახური მოგვიანებით გააკეთებს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: