საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საჯარო ლექციები ბათუმში

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ACCESS-ის მხარდაჭერით, აგრძელებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“.  15 დეკემბერს, 13:00 საათზე,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 120-ე აუდიტორიაში საჯარო ლექციას  „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევრები წაიკითხავენ.

სტუდენტებს საშუალება ექნებათ, მოუსმინონ საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორიის მკვლევრის,  ირაკლი ხვადაგიანის ლექციას თემაზე:  “1920-იანი წლები – გარდამავალი პერიოდი ტრადიციული საზოგადოებიდან მოდერნულობისკენ”.

ასევე ლექციას წაიკითხავს დავით ჯიშკარიანი თემაზე: “მეხსიერების ტრეპანაცია  და რეპრესიები, როგორც მრავალშრიანი აქტორი სოციალური ინჟინერიის”.

დასწრება თავისუფალია. 

საჯარო ლექციების შემდეგ უნივერსიტეტში გაიმართება გამოფენა პირველი რესპუბლიკისა და საბჭოთა რეპრესიების შესახებ. გამოფენა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა” და “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მიერაა ორგანიზებული. გამოფენის პარალელურად გაიმართება ესეების კონკურს -“რატომ ევროპა” – გამარჯვებულთა დაჯილდოება.

პროექტი „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“ ხორციელდება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი