ქედაში ყადირ შერვაშიძის ბიუსტი გაიხსნა

ქედაში, კოსტავას ქუჩაზე არსებულ სკვერში საზოგადო მოღვაწის, ყადირ შერვაშიძის ბიუსტი გაიხსნა. ყადირ შერვაშიძე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერია. ის პროფესიით ექიმი იყო, რომელმაც საკუთარი სახლი საავადმყოფოს უსასყიდლოდ დაუთმო.

1919 წლის 12 მარტს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1918 წლის 26 მაისს – საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი დაადასტურა. დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერთა სიის მესამე რიგში, ზემოდან ქვემოთ, მეექვსე ხელმოწერა ყადირ შერვაშიძეს ეკუთვნის.

ყადირ შერვაშიძის ბიუსტი თორნიკე ნიკოლაიშვილმა დაამზადა. ბიუსტი საზეიმო ვითარებაში მისმა შთამომავალმა, ბაკურ კანდელაკმა გახსნა. ქედაში ბიუსტის გახსნას ყადირ შერვაშიძის შთამომავლები ესწრებოდნენ.

ამ თემაზე:

უცნობი ყადირ შერვაშიძე

ყადირ შერვაშიძის ბიუსტის გახსნა ქედაში / 13.12.2017 / ეკა ბარამიძის ფოტოები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი