მთავარი,სიახლეები

ქედის სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილედ საკრებულოს თავმჯდომარის შვილი დანიშნეს

13.12.2017 • 2778
ქედის სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილედ საკრებულოს თავმჯდომარის შვილი დანიშნეს

ქედის სასპორტო სკოლის დირექტორად პროფესიით აგრონომი, გივი ბარამიძე დაინიშნა. გივი ბარამიძის დანიშვნასთან დაკავშირებით ბრძანება ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ დღეს,  13 დეკემბერს დაწერა.

დირექტორად დანიშვნამდე გივი ბარამიძეს 2008 წლიდან დღემდე ქედის სასპორტო სკოლაში დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მის მოადგილედ კი ჭიდაობის მწვრთნელი, ქედის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი, ზაზა თურმანიძე დაინიშნა.

საკრებულოს თავმჯდომარე, შუქრი თურმანიძე ლობირებას გამორიცხავს და დასძენს, რომ ლობირება რომ ყოფილიყო, თავმჯდომარედ დანიშნავდნენ და არა მოადგილედ: ,,ზაზას წარმატებული მოღვაწეობის მიუხედავად, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი დირექტორად დანიშნულიყო, რადგან ამას სხვა საუბრები მოჰყვებოდა. თუმცა, ამის დიდი სურვილი იყო,” – ამბობს ის.

სასპორტო სკოლის დირექტორის ხელფასი 450 ლარია, მოადგილის – 400.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: