მთავარი,სიახლეები

რუსთაველის უნივერსიტეტში ახალი სტუდენტური პორტალი ამოქმედდება

11.12.2017 • 4610
რუსთაველის უნივერსიტეტში ახალი სტუდენტური პორტალი ამოქმედდება

დღეს, 11 დეკემბერს,  ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტური სერვისების ახალი პორტალის – portal.bsu.edu.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.

ბსუ-ს ინფორმაციით, „ინოვაციური სერვისი სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, ოპერატიულად მიიღონ ინფორმაცია არსებულ სტუდენტურ პროექტებზე, დასაქმებაზე, სტაჟირებაზე, ტრენინგებზე, სემინარებზე, კონფერენციებზე, სოციალურ პროგრამებსა და კულტურულ-სპორტულ აქტივობებზე.

სტუდენტური პორტალის საშუალებით შეიქმნება ბსუ-ს სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და დამსაქმებელთა ბაზა, რომლის საშუალებით დამსაქმებელი მოკლე ვადაში დაუკავშირდება დასაქმების მსურველს და გაიზრდება დასაქმების შესაძლებლობები“.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განმარტებით, ინოვაციური სერვისი გააუმჯობესებს სტუდენტთა მომსახურების ხარისხს. „ახალგაზრდები მოკლე ვადაში მიიღებენ სტუდენტის ცნობას, სასწავლო ბარათსა და ყველა საჭირო დოკუმენტს. ასევე  იმუშავებს ცხელი ხაზი და სტუდენტები მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ მათთვის აქტუალურ საკითხებზე“.

ადმინისტრაციის ცნობით, ახალი პორტალის წარდგენა ეტაპობრივად ყველა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გაიმართება.

ახალი სტუდენტური პორტალის portal.bsu.edu.ge -ს პრეზენტაცია ბსუ-ში

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: