მთავარი,სიახლეები

აფეთქების შედეგად გამოწვეული ზარალის ოდენობა დღის ბოლოს გახდება ცნობილი

11.12.2017 • 1759
აფეთქების შედეგად გამოწვეული ზარალის ოდენობა დღის ბოლოს გახდება ცნობილი

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მერია ამ დროისთვის ზარალის ოდენობას ადგენს, რომელიც გუშინ ხარიტონ ახვლედიანის #12-ში, ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია.

აფეთქების შედეგად მიმდებარე შენობები დაზიანდა. როგორც მერიაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, დღის ბოლოს იქნება ცნობილი, თუ რამდენი ლარის ფინანსური დახმარების გამოყოფა იქნება საჭირო დაზარალებული ოჯახებისთვის.

„ამ დროისთვის მერია სწავლობს დაზიანებული შენობებს, მიმდინარეობს აღწერა, თუ რომელმა ოჯახმა რა ტიპის ზარალი მიიღო. ზოგს ფანჯრები დაუზინდა, ზოგან სახურავია დაზიანებული, ამიტომ საბოლოო შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი“-ამბობენ მერიის პრესსამსახურში.

ოფიციალური ინფორმაციით, ზარალის ანაზღაურების საკითხი სპეციალურ კომისიაზე იქნება განხილული და დაზარალებულ ოჯახებს გაეწევათ ერთჯერადი მატერიალური დახმარება, „ასევე მათთვის გუშინვე იქნა შეთავაზებული დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. თუმცა, ამ დროისთვის არცერთ ოჯახს არ მიუმართავს მერიის ქირის გადახდის თაობაზე“-გვეუბნებიან მერიაში.

10 დეკემბერს ახვლედიანის ქუჩაზე, სამსართულიან სახლში ძლიერი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია. აფეთქებამ სახლი დააზიანა და მიმდებარე კორპუსებში ფანჯრები ჩაამსხვრია.

გადაბეჭდვის წესი