მთავარი,რეკლამა,სიახლეები

„ბორჯომი“ საახალწლო შეფუთვით უკვე თაროებზეა

11.12.2017 • 3630
„ბორჯომი“ საახალწლო შეფუთვით  უკვე თაროებზეა

წინასაახალწლო პერიოდი ყოველთვის გაჯერებულია უამრავი სასიამოვნო მოულოდნელობით, რაც ჩვენს დადებით განწყობაზე აისახება. სადღესასწაულო განწყობას გვიქმნის საახალწლოდ მორთული ქუჩები, ნაძვის ხე ცენტრალურ მოედანზე, კაშკაშა ილუმინაცია, თუ ლამაზად შეფუთული საჩუქარი. საზეიმო განწყობის მოტანა შეუძლია თაროზე საახალწლო შეფუთვით შემოსილ  მინერალურ წყალსაც კი. სწორედ ამ განზრახვით, წინასაახალწლო პერიოდში კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული მინერალური წყალი  „ბორჯომი“ სპეციალური,  სადღესასწაულო შეფუთვით წარსდგება მომხმარებლის წინაშე.

„როცა ვფიქრობდით შეფუთვის დიზაინზე, ინსპირაციად ქართული ტიხრული მინანქრის თემა გამოვიყენეთ, რომელიც არის სუფთა ქართული, ტრადიციული და თან ძალიან თანამედროვე და მოთხოვნადი. ამ ნაკეთობების თითოეულ დეტალში  განსაკუთრებული მონდომება, სიფაქიზე და დიდი სიყვარული გამოსჭვივის. ჩვენი ახალი შეფუთვაც დიდი მონდომებით შევარჩიეთ თქვენთვის. ეს დიზაინი  ნამდვილად გაგრძნობინებთ ახალი წლის მოახლოებას, ხოლო  „ბორჯომის“ ვულკანური ძალით სავსე თითოეული ბოთლი და ქილა გაგიხანგრძლივებთ მხიარულებას და ამაღლებულ სადღესასწაულო განწყობას,“ – აცხადებს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მარკეტინგული კომუნიკაციების სამსახურის დირექტორი, დავით გელაშვილი.

მრავალფეროვნება, საახალწლო მოტივები და „ბორჯომის“ განუყოფელი სიმბოლო ირემი – განსაკუთრებით გამოარჩევს ბრენდს  თაროზე, პირველივე წამიდან იპყრობს მომხმარებლის ყურადღებას და გვამზადებს მხიარულებისთვის.

მხიარულების მიზეზი ულევია, სწორედ ეს მიზეზები შევკრიბეთ თქვენთვის და მოგიმზადეთ სპეციალური „ბორჯომის“ კალენდარი, სადაც ყოველ დღეს დღესასწაულის მოწყობის მიზეზებია მითითებული. ახალი წელი ხომ წელიწადში მხოლოდ ერთხელაა, ჩვენ კი მხიარულებისთვის და მეგობრებთან ერთად დროს გატარებისთვის უფრო მეტი მიზეზი გვჭირდება. ჩვენი ვებგვერდის ბმულს www.calendar.borjomi.com „ბორჯომის“ ყველა შეფუთვაზე იხილავთ. კალენდარი, ასევე, ხელმისაწვდომია მობილური აპლიკაციის სახით როგორც Google Play-დან, ასევე App Store-დან.

„ბორჯომის“ საახალწლო ხაზი საქართველოში ხელმისაწვდომია სამი სახის შეფუთვით: ალუმინის ქილა –  0.33ლ; პეტ-შეფუთვა – 0.5ლ; და 1ლ-იანი შეფუთვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: