ბათუმში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი ბავშვია

ბათუმში, მეორე საჯარო სკოლასთან ახლოს მდებარე საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, ორი ბავშვი და სამი ზრდასრული – ინფორმაცია „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაუდასტურეს. ერთ-ერთი დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა.

შს სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა აქ მცხოვრები ადამიანები ვარაუდობენ, რომ აფეთქება გაზმა გამოიწვია.

ჩართვა შემთხვევის ადგილიდან 

ამავე თემაზე: 

აფეთქება ბათუმში

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com