მთავარი,სიახლეები

„მოვითხოვთ უსაფრთხო ცხოვრებას“ – სოლიდარობის აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე

10.12.2017 • 2264
„მოვითხოვთ უსაფრთხო ცხოვრებას“ – სოლიდარობის აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე

დღს, 10 დეკემბერს, 15 საათზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების დღეს, ბათუმში, ევროპის მოედანზე საინიციატივო ჯგუფი სოლიდარობის აქციას მართავს.

„ამ შეკრებით პატივს მივაგებთ 24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულებსა და თბილისში ინციდენტის შედეგად გარდაცვილილი მოსწავლეების ხსოვნას.

…მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაატაროს უფრო ეფექტური ღონისძიებები, დახარჯოს უფრო მეტი რესურსი საქართველოში უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. ასევე მიგვაჩნია, რომ კანონი, რომლის აღსრულებაც რეალურად არ ხდება, უტოლდება მის არარსებობას, აქედან გამომდინარე არსებული კანონმდებლობის აღსრულებაც უნდა გახდეს ეფექტური. პროტესტის ამ ფორმით მოვითხოვთ უსაფრთხო ცხოვრებას საქართველოში,“ – აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 21 კი – დაშავდა. ხანძრის გაჩენის ფაქტზე სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: