ხელვაჩაურის 16 სოფელში მეწყერი განვითარდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციოალიტეტის 16 სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. ამ დროისთვის გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ჩიქუნეთსა და ზედა ქოქოლეთში სადაც მეწყერმა გზა ჩაკეტა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, გეოლოგები მუშაობენ ექვს ლოკაციაზე სადაც ეწყერია განვითარებული და დასკვნები, როგორც ხელვაჩაურის მერიში გვეუბნებიან, ორშაბათისთვის იქნება ცნობილი.

ოფიციალური ინფორმაციით, ექვემდებარება თუ არა რომელიმე ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას, გეოლოგიური დასკვნების შემდეგ გახდება ცნობილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com