მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ბათუმში „ვისოლის“ მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა

08.12.2017 • 3483
ბათუმში „ვისოლის“ მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა

დღეს, 8 დეკემბერს, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილის #183-ში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ მომსახურების ახალი ობიექტი გაიხსნა.

მომსახურების ცენტრების ქსელის განვითარება კომპანიის მიმდინარე სტრატეგიის ნაწილია, რომელიც კორპორაციულ მომხმარებელს საშუალებას მისცემს, სრულყოფილი მომსახურება მიიღოს მისთვის მოსახერხებელ ადგილას.

აეროპორტის გზატკეცილის #183-ში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ მომსახურების ახალი ობიექტი გაიხსნა

აეროპორტის გზატკეცილის #183-ში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ მომსახურების ახალი ობიექტი გაიხსნა.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის, ვასილ ხორავას განცხადებით: „ვისოლი წარმატებულად მოღვაწეობს უკვე მრავალი წელია ქართულ ბაზარზე და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო. ამიტომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ ჩვენი ინფრასტრუქტურა როგორც ავტოგასამართ სადგურებზე, ასევე მომსახურების ცენტრებში იყოს მაქსიმალურად განვითარებული და მომხმარებლის კომფორტზე მორგებული.

მომხმარებლებთან უშუალო კომუნიკაციითა და გამოკითხვით გადავწყვიტეთ შეგვერჩია ახალი ადგილი, სადაც ჩვენს მომხმარებელს, პირველ რიგში, არ ექნებოდა პარკირების პრობლემა. ასევე, ჩვენ გვინდა, ინტეგრირება ჩვენი სხვადასხვა მიმართულების კომპანიებისა და სერვისებისა, რითაც შესაძლებელი გახდება მომხმარებელს სასურველი პროდუქტი ერთი ფანჯრის პრინციპით მივაწოდოთ.“

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის, ვასილ ხორავა

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა.

გარდა მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტებზე მოქნილი და მაქსიმალურად მორგებული დაბალი ფასისა, აქ მომხმარებელს შეეძლება ისარგებლოს ასევე სარეკლამო მომსამსახურებით, შეიძინოს საწვავ-საპოხი მასალები, საბურავები, სათადარიგო ნაწილები და სხვა.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ თბილისში აქვს სამი მომსახურების  ცენტრი: ვაკეში, აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრზე და ისანში, ხოლო რეგიონებში „ვისოლის“ სერვისცენტრები წარმატებით ფუნქციონირებს: ქუთაისში, ფოთში, ბათუმსა და ახალციხეში.

კომპანიას საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში და ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. „ვისოლი“ ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვისპროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: