მთავარი,სიახლეები

შეხვედრა ნასას ყოფილ ასტრონავტთან – ჰაიდი ფაიფერთან [ანონსი]

07.12.2017 • 1668
შეხვედრა ნასას ყოფილ ასტრონავტთან – ჰაიდი ფაიფერთან [ანონსი]

ბათუმის ამერიკული კუთხეში, ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული „ლიდერ გოგონათა ბანაკის“ ფარგლებში,  აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანი და ნასას ყოფილი ასტრონავტი, ჰაიდი ფაიფერი, ბანაკის წევრებს შეხვდება.

ბათუმის ამერიკულ კუთხეში [საჯარო ბიბლიოთეკის შენობა]  ჰაიდი ფაიფერთან შეხვედრა 2017 წლის 9 დეკემბერს, 10 საათზე დაიწყება.

ორგანიზატორთა განცხადებით, სამდღიანი „ლიდერ გოგონათა ბანაკი“ მოიცავს ტრენინგებს ლიდერობასა და აქტიურ მოქალაქეობაზე, საუბრებს ქალის როლზე დღევანდელ საზოგადოებაში, შეხვედრებს რეგიონის ფარგლებში წარმატებულ ქალებთან, დისკუსიებს, ფილმის ჩვენებას, ვიზიტს გენდერის მედიაცენტრში, აჭარის ქალ მეწარმეთა ასოციაციაში და  ხვა აქტივობებს;

ასტრონავტთან შეხვედრისას კი იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა: რამდენად რთულია ქალისთვის ისეთ პროფესიაში წარმატების მიღწევა, სადაც, უმეტესად, მამაკაცები არიან წარმოდგენილნი, რისი გავლა უწევს ქალს წარმატებისა და თანასწორობის მისაღწევად, რა პრობლემები ხვდება მას და როგორ შეიძლება ამ პრობლემების გადაჭრა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: