სიახლეები

მემორანდუმი შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ ცენტრსა და მე-5 საჯარო სკოლას შორის

14.05.2015 • 1572
მემორანდუმი შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ  ცენტრსა და მე-5 საჯარო სკოლას შორის

საგანმანათლებლო პროცესში დაგეგმილი აქტივობები, პრაქტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და თეორიული ცოდნის ამაღლებას ემსახურება. სამეცნიერო ცენტრი უზრუნველყოფს პედაგოგთა და მოსწავლეთა თანამშრომლობას საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ერთობლივი სასწავლო სემინარების, კონფერენციებისა და „ვორქშოპების“ ორგანიზებას. სამეცნიერო ცენტრის განცხადებით მემორანდუმი ძალაში 2015 წლის 14 (თოთხმეტი) მაისიდან შევიდა.

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილ პირველ პრაქტიკულ აქტივობას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრმა დღეს, 14 მაისს უმასპინძლა. 

გადაბეჭდვის წესი