მთავარი,სიახლეები

ეგნატე ნინოშვილის, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლმუზეუმებს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

07.12.2017 • 4109
ეგნატე ნინოშვილის, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლმუზეუმებს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ეგნატე ნინოშვილის, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლმუზეუმებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 27 ნოემბრის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

გარდა აღნიშნული სახლმუზეუმებისა, ამავე ბრძანებით, უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა კიდევ 7 ობიექტს:

[checklist]

  • აძიკვის წმ. გიორგის ეკლესიასა და სამაროვანს [თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. გოხნარი];
  • წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას [ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნავარძეთი];
  • ნავდარაანთკარის ნასოფლარს [მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნავდარაანთკარი];
  • პავილიონს/ავტობუსის გაჩერებას [ქ. ბორჯომი, დ. აღმაშენებლის ქუჩა];
  • ნებოძირის კოშკს [ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნებოძირი];
  • ონიანის კოშკსა და მაჩუბის [ლენტეხის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩუკული, უბანი „ნაკიშერი“];
  • დაბა სტეფანწმინდის №1 საჯარო სკოლის გერგეტის უბნის დაწყებით სკოლას [ყაზბეგის მუნიციპალიტეტი].

[/checklist]

ეგნატე ნინოშვილის სახლმუზეუმი [ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფ. არჩეული. 1880 წელი]:

გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლმუზეუმები [ვანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჭყვიში. 1848 წელი;  XIX ს. მეორე ნახევარი]:

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ფოტოები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: