მთავარი,სიახლეები

საგამოძიებო სამსახური: ბრალდებულმა მალულად საქართველოში 129 პნევმატური პისტოლეტი შემოიტანა

06.12.2017 • 2283
საგამოძიებო სამსახური: ბრალდებულმა მალულად საქართველოში 129 პნევმატური პისტოლეტი შემოიტანა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამავე სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავის გამოყენებით, თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე 129 ერთეული პნევმატური პისტოლეტი შემოიტანა,“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

ამოღებული პისტოლეტები / სქრინი: საგამოძიებო სამსახური

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: