სიახლეები

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ტენდერი გამოაცხადა

12.05.2015 • 2587
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში   ტენდერი გამოაცხადა

 

შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდის მიხედვით, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამარტივებული შესყიდვა სულ 69 პროექტზე აქვს გამოცხადებული.

 

გამარჯვებულმა კომპანიამ  სანიაღვრე არხების, სასმელი წყლის სათავე ნაგებობების, გზაზე რკინაბეტონის საფარის, გარე განათების, მინისპორტული მოედნების მოსაწყობად და გზის რეაბილიტაციასა თუ სველი წერტილების, წისქვილების, მოსაცდელებისა და ხიდების მშენებლობაზე პროექტი უნდა შეიმუშაოს და მათი შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა წარუდგინოს გამგეობას.

 

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოებზე გამოცხადებული გამარტივებული ტენდერი 18 მაისს დასრულდება.

 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 18 733 ლარია. ტენდერი 18 მაისს დასრულდება.

 

 

 

შუახევი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: