სიახლეები

სამოდელო გაკვეთილები სქემაში ჩართული პედაგოგების ტრენერებისთვის

04.05.2015 • 2159
სამოდელო გაკვეთილები სქემაში ჩართული პედაგოგების ტრენერებისთვის

 

ბატონო ივა, ვისთან იგეგმება დღეს პრეზენტაცია?

პედაგოგები მიღებენ დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას, მაგრამ ძირითადადა  მაინც მასწავლებელთა სახლის თანამშრომლები იქნებიან, ანუ ისინი, ვინც შემდეგში იქნებიან ჩართული სქემის განხორციელებაში.

 

თქვენი პრეზენტაციის შინაარსი არის სქემაში ჩართული პედაგოგების მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე დაკვირვება. როგორ ხდება ვიდეო გადაღება?

მანდ ორი მხარეა გასამიჯნი – მასწავლებელთა შეფასებაზე პასუხისმგებელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, გამოცდების ცენტრი კი მხოლოდ გარე შეფასებაზეა პასუხისმგებელი. დღევანდელი შეხვედრა სწორედ გარეშეფასების მოდელის ჩვენებას წარმოადგენს. თავის მხრივ ეს მოდელი იმას გულისხმობს, მასწავლებელმა აჩვენოს, რომ შეუიძლია კარგი გაკვეთილის ჩატარება, ანუ პრაქტიკაში უნდა აჩვენოს თავისი ცოდნა; შესაბამისი პროფესიული უნარები, რომელიც შეუძლია პრაქტიკაში გამოავლინოს.

ამის აჩვენებენ გარე შეფასების პერიოდში – პროცესი ჩაიწერება ფირზე და შემდეგ შეფასდება ეს ფირი.

 

ფირს, ანუ ნამუშევარს ვინ აფასებს?

შეაფასებენ სპეციალურად მომზადებული გამსწორებლები, რომლებიც შეიძლება იყვნენ სკოლის მასწავლებლები, ზოგადად, აკადემიური წრის წარმომადგენლები?

 

შემფასებლების შერჩევის კრიტერიუმები რა იქნება?

შემუშავდა შეფასების გარკვეული რუბრიკები, რომელთა კარგი ცოდნა სავალდებულო იქნება შემფასებულისთვის, ანუ უნდა შეაფასო კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით. ტრენინგისა და გამოცდის შემდეგ ვინც დაადასტურებს, რომ ამ კრიტერიუმებით აფასებს, სწორედ ის გახდება შემფასებელი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: