სიახლეები

შუახევში 1 ადამიანი მოკლეს, 2 – დაჭრეს

03.05.2015 • 1314
შუახევში 1 ადამიანი მოკლეს, 2 – დაჭრეს

 

ახლობლების თქმით, გარდაცვლილი მუცლის არეში იყო დაჭრილი და საკუთარი ფეხით მივიდა საავადმყოფოში, მაგრამ საავადმყოფოში ქირურგის არყოფნის გამო იგი სისხლისგან დაიცალა. შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელია, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს.

 

აქციაზე მყოფი ერთ-ერთი ახლობელის ინფორმაციით, დაჭრილის დასახმარებლად ქირურგი ხულოდან გამოიძახეს,  მაგრამ რეანომობილი გამოძახებიდან მხოლოდ 2 საათში მივიდა კლინიკაში (ბოლო ერთი კვირაა შუახევში გაუქმდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადაუდებელი და გეგმიური სტაციონალური მომსახურება. ამის მიზეზი იყო ის, რომ კომპანია „ევექსმა“, რომელიც მაღალმთიან აჭარში საავადმყოფოებს ფლობს, უარი თქვა ზემოთ აღნიშნულ მომსახურებაზე. შესაბამისად, შუახევის საავადმყოფოში ქირურგი აღარ მუშაობს). 

 

დათო დავითაძესთან ერთად დღეს  კიდევ ორი ადამიანი დაჭრეს. სავარაუდოდ, მისივე ბიძაშვილები.

 

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ის პოლიციამ ქედაში დააკავა.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: