სიახლეები

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის შენობები გარემონტდება

03.05.2015 • 3603
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის შენობები გარემონტდება

ტექნოლოგიური ფაკულტეტის კორპუსი

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სარემონტო სამუშაოების ძირითადი ნაწილი ტექნოლოგიური ფაკულტეტის შენობაზე განხორციელდება.

უნივერსიტეტის შესყიდვების სამსახურის უფროსის გენო აბულაძის თქმით, პირველ კორპუსზე შეღებვითი სამუშაოები ჩატარდება, მოეწყობა ნინოშვილის მხირდან შესასვლელი ფოიე და შიდა ეზოში გამოიცვლება სკამები.

რაც შეეხება რუსთაველის #32-ში  მდებარე ხუთსართულიან შენობას, გენო აბულაძის განმარტებით, ამჟამად  ამ კორპუსის რემონტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მუშაოებენ და მალე, მის შერემონტებაზეც გამოცხადებენ ტენდერს.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2012 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 16 აპრილამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (შენობების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რემონტი) სამუ-შაოები, საერთო ღირებულებით არანაკლებ 4 000 000 ლარისა.

ტენდერის შემსყიდველმა, სამუშაობი ხელშეკრლების გაფორმებიდან 2015 წლის 1 ოქტომბრამდე (სასწავლო წლის დაწყებამდე) უნდა შეასრულოს.

უნივერსტიტეტმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ელექტრონული ტენდერი 16 აპრილს გამოცხადდა. წინადადების მიღება 7 მაისამდე გაგრძელდება.

გადაბეჭდვის წესი