მთიანი აჭარა,სიახლეები

ვინ მიიღებს საახალწლო საჩუქარს ხულოში

30.11.2017 • 3465
ვინ მიიღებს საახალწლო საჩუქარს ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო სასაჩუქრე ნობათის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

ხულოს მერია სასაჩუქრე ნობათს საბავშვო ბაღის ბავშვების, მრავალშვილიანი დედებისა და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ყიდულობს.

სატენდერო დოკუმენტაციით, ბაღის ბავშვებისთვის 725 შეფუთვა ტკბილეულს შეიძენენ. თითოეულ ბავშვს კარტოფილის ჩიფსი, ორცხობილა, ჟოლოს ბისკვიტი და ხილის კექსი შეხვდება.

საახალწლოდ საჩუქარს, ბავშვებთან ერთად, მრავალშვილიანი დედები და 18 წლამდე ასაკის შშმ პირებიც მიიღებენ, მთლიანობაში 195 ადამიანი.  თითოეულს 5 კილოგრამი შაქარი, 1 ლიტრა ზეთი, 2 კილოგრამი პურის ფქვილი,  200 გრამი კარაქი,  100 გრამი კაკაო, შესქელებული რძე, ნახევარი კილოგრამი შოკოლადი, 2  რძიანი შოკოლადი და ერთი ქილა ხორცის კონსერვი შეხვდება.

საახალწლო ნობათის შეყიდვაზე ტენდერი ხულოს მერიამ 12 742 ლარზე 28 ნოემბერს გამოაცხადა. ტენდერი 6 დეკემბერს დასრულდება, ხოლო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხულოს მერიას ნობათი 22 დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: