სიახლეები,სპორტი

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ჩემპიონატის მე-2 ტური ბათუმში

29.11.2017 • 3525
საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ჩემპიონატის მე-2 ტური ბათუმში

9-10 დეკემბერს ბათუმში, ყინულის მოედანზე, საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ჩემპიონატის მე-2 ტური გაიმართება.

ტურის განრიგი ასე გამოიყურება:

– შაბათი, 19:00-20:30 – 18 წლამდელთა ეროვნული ჩემპიონატი, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ბათუმისა და თბილისის გუნდები.

– შაბათი, 20:45-22:45 – ეროვნული ჩემპიონატი: ბაკურიანის “მიმინო” – თბილისის “რუხი მგლები”.

– კვირა, 09:00-10:30 – 18 წლამდელთა ეროვნული ჩემპიონატი, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ბათუმისა და ქუთაისის გუნდები.

– კვირა, 10:45-12:45 – ეროვნული ჩემპიონატი: თბილისის “ცეცხლოვანი ჯვაროსნები” – თბილისის “ყინულის რაინდები”

ქუთაისისა და ბათუმის გუნდები, ჯერჯერობით, მხოლოდ 18 წლამდელთა ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობენ, ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობენ თბილისის სამი და  ბაკურიანის ერთი გუნდი.

ჩემპიონატის თამაშებზე დასწრება თავისუფალია.

 

ამავე თემაზე:  ქართველი ჰოკეისტების წარმატება მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: