მთავარი,სიახლეები

შუახევში ათას აბონენტს შუქი არ მიეწოდება

28.11.2017 • 1472
შუახევში ათას აბონენტს შუქი არ მიეწოდება

შუახევის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 1000 აბონენტს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“  აჭარის  სადისპეტჩეროს წარმომადგენლის, თემურ მიქელაძის თქმით, სოფლებში გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობს:

,,შუახევის სოფლებში ავარიული გათიშვა არ არის,  გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, შუქი ყველა სოფელში არის. დანარჩენი სხვასთან გაარკვიეთ,” – გვითხრა თემურ მიქელაძემ სატელეფონო საუბარში.

მიუხედავად სადისპეტჩეროს განცხადებისა, რომ ქედაში ელექტროენერგიის მიწოდებაში პრობლემა არ არის, ამ დროისთვის შუქი არ მიეწოდება სოფელ არსენაულს ქედაში. რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, აქ ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ბეღლეთს.

ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით: ,,პრობლემები იყო ბოძაურში, დანისპარაულსა და ბეღლეთში, ენერგოკომპანიის წარმომადგენლები რამდენიმე დღეა მუშაობენ, როგორც მაცნობეს, პრობლემა მოგვარდა”.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: