მთავარი,სიახლეები

მოქალაქე აუქციონის წესებს ასაჩივრებს – დავა იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ

28.11.2017 • 2444
მოქალაქე აუქციონის წესებს ასაჩივრებს – დავა იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ

რემზი შარაძე იუსტიციის სამინისტროს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. დავის საგანი მინისტრის ბრძანებაა, რომლის მიხედვითაც იძულებითი აღსრულების დროს აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს 0 ლარს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ძვირადღირებული ქონება შეუსაბამოდ დაბალ ფასად გაიყიდოს, რაც არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.

სარჩელში აღნიშნულია, რომ რემზი შარაძის საცხოვრებელი ბინა 33 ათას დოლარად გაიყიდა საბანკო კრედიტის გადაუხდელობის გამო. სარჩელის მიხედვით, რემზი შარაძის ბინა 51 ათას დოლარად იყო შეფასებული.

„ეს ხომ ძარცვაა. სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლება და მთავრობა ხელმძღვანელობს მათ წინამორბედთა მიერ მიღებული ანტიკონსტიტუციური კანონებით, ბრძანებებითა და დადგენილებებით. მათ თავისუფლად შეუძლიათ მიიღონ ისეთი კანონი, ბრძანება და დადგენილება, რომლის მიხედვით ორმა პირმა (სუბიექტმა) ერთმანეთში ურთიერთშეთანხმებით, ან სასამართლოში ურთიერთშეთანხმებით მოვახდინოთ რეალურ საბაზრო ფასად ჩვენი ქონების რეალიზაცია და კრედიტორმა მიიღოს თავისი კუთვნილი თანხა… მოვალე საგრძნობლად არ უნდა დაზარალდეს და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირი არ გახდეს სახელმწიფოს დასახმარებელი, რაც ისედაც ასიათასობით ჰყავს,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: