მთავარი,სიახლეები

ხანძრის შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგეს ხულოსა და ქედაში

27.11.2017 • 2058
ხანძრის შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგეს ხულოსა და ქედაში
დღეს, 27 ნოემბერს, გლოვის დღეს,  ქედაში, კოსტავას ქუჩაზე არსებულ პარკში,  ადგილობრივმა მოსახლეობამ, საჯარო მოხელეებთან ერთად, პატივი მიაგო ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაღუპული 11 ადამიანის ხსოვნას.
დაღუპულთა პატივსაცემად სანთლები აანთეს და ყვავილები მიიტანეს სტუდენტებმაც. ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლა საგალობელი შეასრულა.
წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულებს ხულოს საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმაც.
ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს გაჩნდა. ხანძრის შედეგად  საქართველოს ათი და ირანის  რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

„ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგეს ქედაში.

ხანძრის შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგეს ქედასა და ხულოში.

ამავე თემაზე: 
https://batumelebi.netgazeti.ge/news/103919/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: