მთავარი,სიახლეები

„ლეოგრანდის“ მეპატრონის პირველი კომენტარი ხანძრის შემდეგ

27.11.2017 • 8598
„ლეოგრანდის“ მეპატრონის პირველი კომენტარი ხანძრის შემდეგ

ამ წუთებში სასტუმრო „ლეოგრანდის“  მეპატრონემ, ეროლ ავგორენიმ, სასტუმროში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. „11 ადამიანი დავკარგეთ და მინდა დიდი მწუხარება გამოვხატო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ამ ფაქტიდან გამომდინარე არ გვიძინია, მათ მწუხარებას ჩვენც ვიზიარებთ.

დღეს არის გლოვის დღე და გარდაცვლილის ოჯახებს მოვინახულებთ სათითაოდ. რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ მათი ოჯახებისთვის. მათთან ერთად ვიზიარებთ მწუხარებას.

მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, პოლიციას და სახანძრო სამსახურებს, რომ თავდადებით იმუშავეს. ჩვენ შევხვდით პრემიერ-მინისტრს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ვისაუბრეთ.

სასტუმროში დასაქმებულ პერსონალს სამსახურიდან არ გავათავისუფლებთ,“-განაცხადა სასტუმროს მფლობელმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დაცული, სასტუმროს მეპატრონემ, ეროლ ავგორენიმ თქვა, რომ სასტუმრო ნორმებს შეესაბამებოდა. დანარჩენ კითხვებს მან არ უპასუხა და განაცხადა, რომ ამაზე იურისტები გააკეთებენ კომენტარს.

„სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ორგანიზაციაში თვლიან, რომ ეს ნორმები დაცული იყო, თუმცა ყველა შეკითხვას პასუხს გასცემს ექსპერტიზა,“-განაცხადა „ლეოგრანდის“ ადვოკატმა, კახა წერეთელმა.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 24 ნოემბერს, ღამით გაჩნდა. ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 21 საავადმყოფოში გადაიყვანეს. დღეს, 27 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

 

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/103823/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: