მთავარი,სიახლეები

„ლეოგრანდში“ დაღუპულთა ოჯახებს 10-10 ათასი ლარი გადაეცემა

26.11.2017 • 6469
„ლეოგრანდში“ დაღუპულთა ოჯახებს 10-10 ათასი ლარი გადაეცემა

სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპული საქართველოს მოქალაქეების დაკრძალვის ხარჯებს აჭარის მთავრობა გაიღებს. მთავრობის ინფორმაციით, თითოეული გარდაცვლილის ოჯახს 10 000 ლარი გადაეცემა. გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ გუშინ, 25 ნოემბერს მიიღო.

„ყველანი შეძრულები ვართ იმ ტრაგედიით, რაც ჩვენს ქალაქში მოხდა. ეს იყო ურთულესი წუთები, რომლებიც ყოველთვის დარჩება ჩვენი ქალაქის ისტორიაში და ყოველთვის გვემახსოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს ობიექტური სიმართლე და გავიგოთ, თუ რა გახდა ამ დიდი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა ღრმა მწუხარება და ვუთანაგრძნო დაღუპულთა ოჯახებს“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ.


27 ნოემბერი საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში გლოვის დღედ გამოაცხადა.

24 ნოემბერს, ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 21 ადამიანი კი დაშავდა. გარდაცვლილი პირებიდან ათი საქართველოს, ერთი კი ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: