ჯეისონ პეტერსონი 25 წელია შავ-თეთრ ფოტოებს იღებს. მისი კადრები კომპოზიციური წონასწორობითა და შუქ-ჩრდილებთან თამაშით, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების გამოყენებით ახდენს დამთვალიერებელზე შთაბეჭდილებას. ფოტოგრაფის ინსტაგრამის გვერდს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
პეტერსონი Havas North America-ს რეკლამის მხატვრული რედაქტორია და ეს გამოცდილება საშუალებას აძლევს, ზუსტად განსაზღვროს პრიორიტეტები: იცის, როგორ ფიგურაზე უნდა დასვას აქცენტი და ვინ გამოიყვანოს ჩრდილიდან.