დღეს ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში“ იმართება.
სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში, რუსთაველის ქუჩაზე, ეთნოგრაფიული, ფოლკლორული, კულინარიული გამოფენები იმართება; გამოფენილია ასვე მუზეუმში დაცული მინიატურული ექსპონანტები;
დაგეგმილია ასვევე სპორტული შეჯიბრებები.
სახალხო ზეიმზე ხუთ საპატიო ქედელს დაასახელებენ, ტრადიციულად ეს ზეიმი შემოდგომის ბოლოს იმართება, მას შემდეგ, რაც ქედელი გლეხი მოსავალს დააბინავებს.