შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მოძრავი სერვისცენტრები გადამხდელებს ხულოში, შუახევსა და ქედაში ადგილზე მოემსახურება.
მომსახურების გაწევის ადგილი და დრო:
[checklist]
- ხულო – 6.11.2017, გამგეობის შენობის წინ; 10:00-17:00 სთ;
- შუახევი – 7.11.2017, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია; 10:00-17:00 სთ;
- ქედა – 8.11.2017 დაბა ქედა, ცენტრში; 10:00-17:00 სთ.
[/checklist]
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR, გადასახადის გადამხდელებს პერიოდულად, იმ რეგიონებში ემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.