შუახევში საბავშვო ბაღი გაიხსნა

3 ნოემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტში საბავშვი ბაღი გაიხსნა. 30 აღსაზრდელზე გათვლილი ორსართულიანი ბაღის შენობა სოფლების – ჭალასა და წყაროთის შუა ნაწილში, სამღორიას უბანში მოეწყო.

საბავშვო ბაღში 13 ადგილობრივი დასაქმდა.

ბაღის მშენებლობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 202 000 ლარი დაიხარჯა. ბაღის სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შ.პ.ს ,,მარეთი 777“ – მა განახორციელა.

ამ დროისთვის საბავშვო ბაღები შენდება შუახევის მუნიციპალიტეტის კიდევ ორ სოფელში – ფურტიოსა და ჩანჩხალოში, მათი გახსნა წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

ფოტო შუახევის გამგეობის ფეისბუქგვერდიდან 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი